ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ექიმს ისრაელში ლიცენზია ჩამოართვეს

 ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ სამუდამოდ ჩამოართვა ლიცენზია COVID-ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ექიმ-არიე ავნის.

ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო  როგორც  სამედიცინო საზოგადოებისა და ჯანდაცვის სამინისტროსადმი მიმართული კრიტიკული განცხადებები, ასევე სტატიები, რომლებსაც ექიმი ავნი უშიშრად აქვეყნებდა თავის ვებ-გვერდზე, Facebook –გვერდსა და ბოლოს  YouTube-ზეც.

საოცრება კიდევ ის გახლავთ, რომ გადაწყვეტილება მიიღო პენსიაზე გასულმა  მოსამართლე ამნონ სტრაშნოვმა, რომელმაც განაჩენი ასე დაასაბუთა: “ავნის დაუდასტურებელი და დოგმატური განცხადებები, მიმართული COVID-პანდემიისა და ვაქცინაციის წინააღმდეგ,  წარმოადგენს რეალურ საფრთხეს  საზოგადოების ჯანმრთელობისთვის!”

თინათინ გოცაძე

კომენტარები