„ვაქცინა სავალდებულო თუ იქნება, მრევლს მოვუწოდებ, არავინ გაიკეთოს. რატომ უნდა იყოს ვაქცინა აუცილებელი“– დეკანოზი შალვა კეკელია

-„ათწლეულებია, „ღორის გრიპი არსებობს.  შარშან, გერმანიაში ექიმიც გამოვიდა, თქვა, რომ ღორის გრიპით 10 000 ადამიანი გარდაიცვალა. თქვენ, ჟურნალისტებმაც შეგიძლიათ მოიკითხოთ, რამდენი ადამიანია საქართველოში შარშან ღორის გრიპით დაღუპული, ვაქცინა ჯერ არც არის გამოგონებული.

ჯერ არ იციან ამ სენის შესახებ. რატომ უნდა იყოს ვაქცინა აუცილებელი და სავალდებულო? შეიძლება, იცით, როგორ დადგეს საკითხი, – ვაქცინა თუ არ გაქვს გაკეთებული, მოგზაურობის უფლება არ მოგცენ, სამსახურში არ მიგიღონ. ეს უკვე სხვა რაღაცას ნიშნავს, ეს ვაქცინა აღარაა, უკვე სხვა რამისკენ არის მიმართული.  ასეთი მიდგომა თუ იქნება, ბუნებრივია, ჩვენ ამ ვაქცინას არ გავიკეთებთ.

ვაქცინის გაკეთებას რეკომენდაციის სახე თუ ექნება და იქნება თავისუფალი არჩევანი, ყველა თვითონ გადაწყვეტს.  ეს ვაქცინა თუ იქნება ისეთი სახის, მისი გაკეთების გარეშე არ მექნება უფლება რომ სამსახურში ვიარო, არ მექნება მოგზაურობის უფლება, ან სკოლაში ვერ მივიყვან შვილს, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, -ეს ვაქცინა მაშინ არის ერთ-ერთი ნიშანი, ის არის ადამიანების საწინააღმდეგოდ მომართული, მაგრამ თუ თავისუფალი არჩევანი იქნება, ეს სხვა საკითხია. ღორის გრიპით ადამიანები იღუპებიან, მაგრამ არავის დაუვალებია ვაქცინის გაკეთება, თუ ახლა სავალდებულო იქნება, მე, როგორც მღვდელი მრევლს მოვუწოდებ, რომ არავინ გაიკეთოს. ვაქცინის სავალდებულო წესით გაკეთება მიუღებელია.

კორონავირუსის ვაქცინის შექმნის შემდეგ მისი მისი გაკეთება სავალდებულო თუ იქნება, შესაძლოა, ცალკეულმა სასულიერო პირებმა, ან მთლიანად საპატრიარქომ მრევლს მოუწოდოს, ეს ვაქცინა არ გაიკეთონ“, – განაცხადა მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ.

 

კომენტარები