ვაქცინა – „ყველაფერს გავაკეთებთ, საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ვაქცინაციის პროცესს დაიწყებს“

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

-„ყველას და მთელ მსოფლიოს დიდი იმედები გვაქვს ვაქცინის, ვაქცინაცია ძალიან ახლოსაა, ეს არის იმედისმომცემი. როგორც კი ვაქცინა იქნება ავტორიზებული შესაბამისი ორგანიზაციების მიერ, შეგვიძლია ის ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მოსახლეობისთვის. სავარაუდოდ, ვაქცინა გაზაფხულისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

მანამდეც გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები სხვა მიმწოდებლებთან, დამატებით პირველი დოზა იყოს ძალიან მალე, ვფიქრობ, ეს შესაძლოა იყოს მომდევნო წლის დასაწყისი. ყველაფერს გავაკეთებთ, საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ვაქცინაციის პროცესს დაიწყებს. აქაც სერიოზული მობილიზება იქნება საჭირო მოსახლეობის მხრიდან, ნდობა, მიმღებლობა ვაქცინისადმი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“.

კომენტარები