„ვაქცინების გამოყენება ბავშვებში, შესაძლოა, სექტემბრისთვის“- ენტონი ფაუჩი
„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენება ბავშვებში, შესაძლოა, სექტემბრისთვის იყოს ნებადართული. ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. ამ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კომპანიებმა Pfizer-მა და Moderna-მ, თავიანი ვაქცინების ბავშვებზე გამოცდა უკვე დაიწყეს (უფროს ასაკობრივ ჯგუფებში). Pfizer-ის კლინიკურ ცდაში 2 259 მონაწილეა ჩართული (12-15 წლის ბავშვები). კომპანიაში იმედოვნებენ, რომ შედეგებს 2021 წლის დასაწყისში მიიღებენ, შემდეგ ცდას 5-11 წლის ასაკის ბავშვებზეც ჩაატარებენ.
Moderna კლინიკურ ცდებს 12-დან 18 წლამდე მოზარდებზე ახორციელებს. კომპანია აპირებს, ვაქცინის მოქმედება კიდევ უფრო მცირე ასაკის – 6 თვიდან 11 წლამდე ბავშვებში გამოსცადოს. ამ მონაცემების მიღებას უფრო მეტი დრო დასჭირდება.