„შეჩერებული ფრენების გამო ვაქცინების დეფიციტი – ბავშვების გეგმიური აცრები“ – Unicef

კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული საერთაშორისო ფრენები მსოფლიოში მილიონობით ბავშვის სიცოცხლეს აყენებს რისკქვეშ. საჰაერო მიმოსვლა მკვეთრად შემცირებულია.  ამის შესახებ BBC გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

ფონდი ქვეყნების მთავრობებსა და კერძო სექტორს მოუწოდებს, უზრუნველყონ საჰაერო სატვირთო გადაზიდვები, ვაქცინების დეფიციტი რომ არ შეიქმნას და ბავშვების აცრები გეგმიურად  ჩატარდეს.

პოლიოს, ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრები ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ბავშვის გადარჩენას უწყობს ხელს.

საქართველოში ბავშვთა აცრები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

კომენტარები