„ვაქცინების რაოდენობა შეზღუდულია – თანაბარი გადანაწილება დევს პრინციპად, ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 3,3% ს შეხვდება ვაქცინა 2021 წლის“

COVAX ის პლატფორმა გაეროსა და ჯანმოს მიერ შეიქმნა, რათა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების სამართლიანი, თანასწორი და სოლიდარული განაწილება უზრუნველყო…
მისასალმებელი იდეაა, ცხადია. 145 ქვეყანა მონაწილეობს ამ სისტემაში, “გაჭირვებულები“ ძირითადად, თუმცა რამოდენიმე არც ისე, მაგალითად მონაკო და კანადა.
მარტივად რომ ვთქვათ, საერთო ყულაბასავითაა, სადაც ყველას, 92 უღარიბეს ქვეყნის გარდა, შეაქვს გარკვეული თანხა, რათა COVAX მა მოახერხოს ვაქციენების შესყიდვა (დარეზერვირება) და შემდგომ ეს ქვეყნები მიიღებენ გადახდილის შესაბამის რაოდენობას ვაქცინებისას. იმ 92 ქვეყანას კი უფასოდ გადაეცემა, დახმარების სახით.
ცხადია, მიმზიდველად სჩანს ეს ყველაფერი… მაგრამ, ოდნავ ციფრებიც ვახსენოთ. ვინაიდან ვაქცინების რაოდენობა შეზღუდულია და თანაბარი გადანაწილება დევს პრინციპად, ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 3,3% ს შეხვდება ვაქცინა 2021 წლის პირველ ნახევარში, რათა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები მოსახლეობისა დაფაროს. უპირველეს ყოვლისა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები.
“Total doses cover, on average, 3.3% of the total population of the 145 participants receiving doses from at least
one manufacturer in the list detailed below. This is in line with the Facility target to reach at least 3% population
coverage in all countries in the first half of the year, enough to protect the most vulnerable groups such as health
care workers. “
შემდგომ რა და როგორ იქნება, არაა გაწერილი. ანუ ყველა ვარიანტში, ქვეყნებმა უნდა იფიქრონ საკუთარი ძალებით
ვაქცინების შეძენაზე რათა მოსახლეობის 60 % მაინც დაფარონ. ამ 60 % ს ხშირად ახსენებენ როგორც მინიმალურ ზღვარს ეპიდემიის დასამორჩილებლად. არავინ არ აზუსტებს იმას, რომ ეს პროცენტი ამართლებს თუ ვაქცინის ეფექტურობა 90% და მეტია და მისი მოქმედების ხანგძლივობა 3 წელია მინიმუმ. თუ ეს ხანგძლივობა 1 წელია, მაშინ მოსახლეობის 90% უნდა აიცრას…
იმისათვის რომ COVAX მა ვაქცინების გადანაწილება დაიწყოს, ვაქცინები თავად ჯანმოს მიერ, ცალკე უნდა იყოს აკრედიტირებული . ევროპის და აშშ ს აკრედიტაცია რეგისტრაცია საკმარისი არაა. დღეს ასეთი ნებართვა მხოლოდ PFIZER ის ვაქცინას აქვს, ASTRA ZENECA ს ვაქცინის საკითხის განხილვა მხოლოდ ახლა იწყება, არადა სწორედ ისაა მთავარი ვაქცინა COVAX ის გეგმებში…და საერთოდ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რეალურად როდის და რამდენ დოზას მიაწვდის მწარმოებელი პლატფორმას…რაოდენობები ჯერ მხოლოდ სავარაუდო ციფრებია, ქაღალდზე…
და ბოლოს, PFIZER ის ვაქცინის გადანაწილების საკითხი სპეციალურად იქნა განხილული. ისევ და ისევ, შეზღუდული რაოდენობისა და ქვეყნების შერჩევის გამო, 75 მსურველი ქვეყნიდან ყველამ ვერ მიიღო PFIZER ის ნანატრი ნაწარმი. საქართველოს 29 250 დოზა ერგო. შერჩევა კონკრეტული კრიტერიუმებით წარმოებდა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ქვეყნის მზაობის გათვალისწინებით (ულტრა დაბალი საყინულეების არსებობა) და… მძიმე სანიტარული სიტუაციის გამო და არა რაღაც განსაკუთრებული “წარმატება დამსახურებებისათვის“ …
სამედიცინო პერსონალის სიკდილიანობის მაღალი მაჩვენებელი მთავარი კრიტერიუმი გახლდათ… ამის გამო შეხვდა ეს კონკტერული ვაქცინა პერუს, ბოლივიას, პალესტინის ტერიტორიებს, ბოსნია ჰერცეგოვინას…
ეს ისე. დასაფიქრებლად.
და ყველაფერი დეტალურად ახსნილ გაწერილია ამ ლინკზე https://www.gavi.org/…/COVAX-Interim-Distribution…
კომენტარები