„ვაქცინების სამართლიანად განაწილებაში წარუმატებლობა გლობალურ უთანასწორობას კიდევ უფრო გაზრდის- სასწრაფოდ გაუგზავნონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 4-5% განვითარებად ქვეყნებს“- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი  ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-ს მოუწოდებს, სასწრაფოდ გაუგზავნონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 4-5% განვითარებად ქვეყნებს.

-„ვაქცინების სამართლიანად განაწილებაში წარუმატებლობა გლობალურ უთანასწორობას კიდევ უფრო გაზრდის.

საუბარი არ არის მილიარდობით დოზაზე ან მილიარდობით ევროზე. საუბარია, ჩვენს ხელთ არსებული დოზების 4-5%-ის სწრაფად მიწოდებაზე. ეს არ შეცვლის ჩვენს ვაქცინაციის კამპანიებს, მაგრამ ყველა  ქვეყანამ უნდა გადადოს ვაქცინების დოზების მცირე რაოდენობა. ვაქცინების გაზიარების ინიციატივას მხარი დაუჭირა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა.  აშშ-ის მხარდაჭერის იმედიც გვაქვს. მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული ვაქცინაციის 75% 10 ქვეყანაზე მოდის, მაშინ, როდესაც 130 ქვეყანას ჯერ ერთი დოზაც არ მიუღია“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა გამოცემა „ფაინენშელ თაიმსთან“.

კომენტარები