ვაქცინის მიმღებთა წრე ისევ გაფართოვდა – „მიმდინარე კვირას ვაქცინაციის პროცესში“

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა:

-„მიმდინარე კვირას ვაქცინაციის პროცესში მთავრობის და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები“.

დღეს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. „ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყო.3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზამიიღო.

კომენტარები