ვაქცინის შემოტანის თარიღმა 1-2 კვირით გადაიწია – „შესაძლოა, Pfizer-ზე ადრე ქვეყანაში AstraZeneca შემოვიდეს“

-„პირველი ჯგუფი აცრისთვის იქნება ისევ და ისევ ჯანდაცვის პროფესიონალები, აიცრებიან იმ ვაქცინით, რომელიც ქვეყანაში  უფრო ადრე შემოვა. ჩვენ ვაქცინაციის პროცესს დავიწყებთ ჯანდაცვის პროფესიონალების აცრით. ტექნიკურად აბსოლუტურად არ იქნება არანაირი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, -ვაქცინები შევინახოთ ან მაღალი ულტრაცივი ჯაჭვის რეჟიმში, ან სტანდარტული ცივი ჯაჭვის რეჟიმში, როგორიც AstraZeneca-ს ვაქცინას სჭირდება, – 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურული რეჟიმი.

ვაქცინის პირველი დოზები ქვეყანაში მომდევნო 3 კვირის განმავლობაში შემოვა. მოწოდების შეფერხების მიზანი  Pfizer-ის მხრიდან ახალი პირობების წაყენებაა. ამ პირობებთან დაკავშირებით სამინისტრო მწარმოებელ კომპანიასთან და COVAX-პლატფორმასთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

მიმდინარეობს მუშაობა ამერიკული კომპანია „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინის, ასევე „ნოვა ვაქსის“ ვაქცინის მიმართულებითაც. იგეგმება „ჯონსონ ენდ ჯონსონი“, – უკვე არის იმ პოზიციაში,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მალე მიიღებს ავტორიზაციას, კიდევ მოსალოდნელია „ნოვა ვაქსის“ ვაქცინა. ამ მიმართულებითაც  მიმდინარეობს მუშაობა. ასევე, აქტუალური რჩება ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკება, რომ მათი დოზების ნაწილი განაწილდეს სხვა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზეც. დიპლომატიური არხები არიან აქტიურად ჩართული ამ პროცესში. ვფიქრობთ, ამასთან დაკავშირებითაც მეტი სიცხადე გვექნება მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში. დაახლოებით, 15-მდე კლინიკა არის შერჩეული იმისთვის, რომ მოხდეს ეტაპობრივად ვაქცინაციის გაშლა, თუმცა, ასტრაზენეკას ვაქცინაციის შემთხვევაში, პროცესში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები ჩაერთვებიან“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის,  თენგიზ ცერცვაძის განცხადებით,  საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის თარიღმა 1-2 კვირით გადაიწია.

-„სახელმწიფო ამბობდა, -ვაქცინაციის პროცესი თებერვლის ბოლოდან უკვე დაიწყებოდა, მაგრამ პროცესებმა თუ ისე ჩაიარა, როგორც არის დაგეგმილი. სამაგიეროდ, ძალიან კარგი ამბებია, სხვადასხვა წყაროებიდან მოხდება ვაქცინის მოწოდება, გარდა „კოვაქსის“ პლატფორმისა, უკვე გაფორმებულია ორმხრივი ხელშეკრულებები „ასტრაზენეკასთან“, შეიძლება, დაასწროს კოვაქსის შემოტანას. გრძელდება ხელშეკრულებები, გარდა ამისა,  ასპარესზე სხვა მწარმოებელიც შემოდის, რომელსაც არანაკლებად კარგი პროდუქტი აქვს. წლის განმავლობაში უნდა აიცრას მოსახლეობის 60%.  მიმაჩნია, წარმატებული იქნება პანდემიასთან ბრძოლაში. ამას დაემატება ის 15%, ვისაც გადატანილი აქვს კოვიდ-ინფექცია. მოსახლეობის 80% თუ ვირუსისადმი იმუნური იქნება, პანდემია საფრთხეს არ წარმოადგენს“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები