ვაშინგტონი კიევის წინააღმდეგ: რისთვის სჭირდება აშშ-ს დონბასის ავტონომია? – Associated Press

შეერთებულ შტატებს შეუძლია ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე და აიძულოს ქვეყნის ხელმძღვანელობა, ოფიციალურად დაუთმოს ავტონომიის ნაწილი დონბასს, წერს Associated Press.
ზელენსკის აპარატი ცდილობს გავლენიანი გამოცემის ამ სტატიას ყურადღება არ მიაქციოს, თუმცა უკრაინასთან მიმართებაში ამერიკის შეერთებულ შტატებს აშკარად შეცვლილი აქვს ტონი და ბაიდენის ადმინისტრაცია, მოსკოვის სასარგებლოდ სულ უფრო მეტად თმობს პოზიციებს.
ნათელია, რომ შტატები არ აპირებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.

Associated Press-ის სააგენტო ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ვაშინგტონს შეუძლია ზეწოლა მოახდინოს კიევზე, ​​რათა უკრაინის ხელმძღვანელობას ოფიციალურად დაათმობინოს დონბასის ავტონომიის ნაწილი შესაბამისი კანონების მიღებით.

ასეთი სცენარი ძალიან სავარაუდოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2015-2016 წლებში უკრაინამ უკვე იგრძნო ამერიკული ზეწოლა მინსკის შეთანხმებების განხორციელების კუთხით, საუბარია შეერთებული შტატების მიერ მორელის გეგმის საჯარო მხარდაჭერაზე, დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, რომლებსაც ვერ აკონტროლებს კიევი.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები