„ვაშინგტონში განვითარებულმა პროცესებმა გაგვახსენა ის მოვლენები, რაც წელიწად-ნახევრის წინ საქართველოში განვითარდა. მაშინაც იყო შტურმი დემოკრატიულ ინსტიტუტზე“ – ირაკლი კობახიძე

-„ვაშინგტონში განვითარებულმა პროცესებმა გაგვახსენა ის მოვლენები, რაც წელიწად-ნახევრის წინ საქართველოში განვითარდა. მაშინაც იყო შტურმი დემოკრატიულ ინსტიტუტზე, ძალიან მძიმე თავდასხმა სამართალდამცავ ორგანოებზე. ძალიან მძიმე იყო ის სურათი, რომელიც გუშინ აშშ-ში ვიხილეთ. რა თქმა უნდა, ეს იყო თავდასხმა დემოკრატიულ ინსტიტუტზე, თუმცა, აშშ არის ძლიერი სახელმწიფო, დარწმუნებულები ვართ, -ყველაფერი წარიმართება მშვიდობიანად და აშშ-ის კონსტიტუციის სათანადოდ იქნება დაცული.

მნიშვნელოვანი იყო ის განცხადებები, რომლებიც ამერიკელმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებმა, მათ შორის ყოფილმა პრეზიდენტებმა, მოქმედმა კონგრესმენებმა და სენატორებმა. ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ყურადსაღები განცხადებები. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ნებისმიერი შეტევა დემოკრატიულ ინსტიტუტზე ძალიან მკაცრად უნდა შეფასდეს როგორც აშშ-ში, ასევე საქართველოში და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ეს უნდა გაითვალისწინოს ქართულმა რადიკალურმა ოპოზიციამაც, რომელიც პერიოდულად ავლენს ასეთ განზრახვებს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ

კომენტარები