ვაშლიჯვარში ერთ-ერთ შენობაში შეჭრილები საცხოვრებელ ბინებს ითხოვენ

ვაშლიჯვარში 158-ე სკოლის უკან მდებარე შენობაში სოციალურად დაუცველები, დევნილები და უსახლკაროდ დარჩენილები უკვე მერვე დღეა უკანონოდ ცხოვრობენ. ისინი საცხოვრებელ ბინებს ითხოვენ.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცველები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ავარიულია. იქ ყოფნა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ შეიძლება.

შენობაში 32 ადამიანი იმყოფება, მათგან 17 სოციალურად დაუცველი და დევნილია, დანარჩენები კი უსახლკაროები არიან. ისინი შენობაში 22 ივლისს შეიჭრნენ.

კომენტარები