ვაშლიჯვარში მდებარე ერთ-ერთ შენობაში 60-მდე ოჯახი შეიჭრა

ვაშლიჯვარში მდებარე ერთ-ერთ შენობაში 60-მდე ოჯახი შეიჭრა. მათი უმეტესობა სოციალურად დაუცველია, ნაწილი დევნილია, რამდენიმე ოჯახი კი, ეკომიგრანტი.
158-ე სკოლასთან მდებარე ნაგებობასთან საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. დღის განმავლობაში ადგილზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იმყოფებოდა. შეთანხმება ჯერ ვერ შედგა.

კომენტარები