„ვაშლიჯვრისა და ბროწეულის ქუჩის მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ“ – ირაკლი ბენდელიანი

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა:

-„ ლისის ქედის  ქვედა ნაწილის გეოლოგია, შეფასება, ექსპერტიზები სამუშაოების დაწყებამდე იყო გაკეთებული, თუმცა შესაძლებელია, გარკეული სახის ზემოქმედება იქონიოს აქ მიმდინარე პროცესებმა. ამის აუცილებლობა თუ იქნება, ყველაფრისთვის მზად ვართ. ვაშლიჯვრისა და ბროწეულის ქუჩის მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს.  ახლა ამ ეტაპისთვის, ამის აუცილებლობა არ არსებობს. ექსპერტებისა და სამუშო ჯგუფის რეკომენდაციიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ რეალური საფრთხე დადგება, თუმცა, დიდი იმედი გვაქვს,  ეს არ დაგვჭირდება, ნებისმიერ ადგილზე, სადაც მოსახლეობას საფრთხე ექმნება, წინასწარ ყველგან გატარდება პრევენციული ზომები“.

კომენტარები