ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძრის ჩასაქრობად, ვერტმფრენს ითხოვენ

” როგორც იქნა ამოვაღწიეთ და რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, მაგრამ ქარია და კერებს ვერ ვაქრობთ. უკვე ვერტმფრენის ჩართვაა აუცილებელი, ტონობით წყალი სჭირდება და ქვეითად ამის მიტანა შეუძლებელია. ტექნიკა აქამდე ვერ მოდის, ამიტომ საჰაერო დახმარებაა საჭირო. აქაც დიდხანს ვეღარ გავჩერდებით, თუ არ დავბრუნდით, დაგვიღამდება და ღამით გადაადგილება ამ ტერიტორიაზე, საშიშია”- განაცხადა ნაკრძალის თანამშრომელმა, ვაჟა ჩერქეზიშვილმა.

 

წყარო: https://heretifm.com/?p=162424&fbclid=IwAR3v1C4UJvfrHkLcemLdxlNiO30CvXwvvheS0-RVkIr0vQZbCeZqbjil9dc

კომენტარები