„ვაცხადებ საქვეყნოდ, მე ვიწყებ ბრძოლას განხეთქილების მომწყობთა წინააღმდეგ. მე შევეწირები ამ ამბავს“ – მეუფე სტეფანე

მეუფე სტეფანეს საგანგებო მიმართვა:
-„ვაცხადებ საქვეყნოდ, მე ვიწყებ ბრძოლას განხეთქილების მომწყობთა წინააღმდეგ
ცრუ პეტრეს განხეთქილება შემოაქვს ეკლესიაში. არის მოწოდება სამღვდელოებისადმი, რომ არ დაემორჩილონ ეკლესიას, არ დაემორჩლონ წმინდა სინოდს და მის განჩინებებს, არ დაემორჩილონ ეკლესიის მიერ ხელდასმულ ადამიანებს.
ვაცხადებ საქვეყნოდ, მე ვიწყებ ბრძოლას განხეთქილების მომწყობთა წინააღმდეგ.
მთელი საქართველო აღშფოთებულია, ვინმემ რომ გაბედოს საქართელოში განხეთქილების შემოტანა, მე შევეწირები ამ ამბავს და არ დავთმობ არავითარ შემთხვევაში. საქართელოს ეკლესიის გახლეჩის მცდელობას ყოველნაირად შევეწინააღმდეგები.
მე მოვუწოდებ ყველა სასულიერო პირს, დროულად დაინახონ რის წინაშე დგანან, ეს უკვე უფსკრულია.
განხეთქილების მოწყობა შეწყნარებას არ იმსახურებს. ერთი კვირის ვადა აქვთ სასულიერო პირებს, რომ დასრულდეს ეს მათი უაზრო მოქმედებები. ეს არის ბოლო გაფრთხილება. ვაცხადებ საქვეყნოდ.
აქ არის ჭყონდიდის ეპარქია, გიორგი ჭყონდიდელი არის ამ ეპარქიის მფარველი, ყოვლადწმინდა ღვთისმღობლის და დავით აღმაშენებლის შემწეობით გავატარებთ იმას რაც საჭიროა ამ ეპარქიაში სულიერი აღორძინებისთვის. არ დავუშვებ, რომ მგლების ხელში ჩავარდეს ფარა უფლისა.
ეს არის ჩემი სიტყვა, ღვთისმმშობლის წინაშე თქმული და ამ სიტყვას ბოლომდე გავიტან“.
მეუფე სტეფანე. 27.03.2021
კომენტარები