ვახტანგ გომელაური: „არ ვყოფილვარ იმ შეხვედრაზე, რომლის შესახებაც მეუფე იაკობმა განაცხადა. ვერ წარმომიდგენია, პატრიარქის გადაყენება-არგადაყენების თემა ვინმემ საერთოდ განიხილოს“

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით:

„არ ვყოფილვარ იმ შეხვედრაზე, რომლის შესახებაც მეუფე იაკობმა განაცხადა. ვერ წარმომიდგენია, პატრიარქის გადაყენება-არგადაყენების თემა ვინმემ საერთოდ განიხილოს.

პატრიარქის გადაყენება-არგადაყენების თემა. არ შემდგარა, ასეთ შეხვედრაზე მე არ ვყოფილვარ და რა ვერსია უნდა მოგიყვეთ. გამოძიებაზე გააკეთა გენერალურმა პროკურორმა განცხადება, თქვა, რომ არ ვაპირებთ გამოძიების დაწყებასო. პროკურატურას უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს და ის აფასებს სიმძიმეს, დანაშაული არის თუ არ არის. შსს-ც რომ საქმეს აღძრავს, გამოძიების დაწყებას პროკურატურას უთანხმებს, ანუ ზედამხედველია. პროკურორმა თქვა, განცხადება გააკეთა და მე რატომ მეკითხებით?“.

მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან 28 ოქტომბერს გადადგა.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია მეორის მკვლელობას გეგმავდნენ.

გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე უხმეს. შეხვედრას ესწრებოდნენ მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ჰყვება, რომ ისინი მასეჩალიჩებოდნენ“, რათა პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად.

კომენტარები