ვახტანგ გომელაური: „სპეცრაზმელი მინისტრს ან მეთაურს არ ეკითხება, შეიძლება თუ არა ცეცხლი გახსნას და ამას თავად სპეცრაზმის წარმომადგენელი წყვეტს“

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა:

„თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიებას ყველა საჭირო ინფორმაცია მივაწოდე, რა მოხდა და რა ბრძანებები გავეცი, ვისი ნებართვით დაიწყო ღონისძიება და რა დაიწყო.

სპეცრაზმელი მინისტრს ან მეთაურს არ ეკითხება, შეიძლება თუ არა ცეცხლი გახსნას და ამას თავად სპეცრაზმის წარმომადგენელი წყვეტს.

იქ შენ ხარ მინისტრიც, პრემიერმინისტრიც და ყველაფერი. პროკურატურამ უნდა გვითხრას, იყო თუ არა გადაცდომა“.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური დაკითხეს.

2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩაატარეს.

დააკავეს ერთი ადამიანი. წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი აჰმედ ჩატაევი.

სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში ჩაატარა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე  მასალა გამოაქვეყნეს. ჩანს, როგორ გადაადგილდებიან თბილისშსი აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი, თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.

1 ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

 

კომენტარები