ვახტანგ მაისაია ოსტროვიციეს უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად აირჩიეს!

– “ჩემი არჩევა დღეს, 2019 წლის 19 ოქტომბერს, საპატიო პროფესორად, პოლონეთის ერთ-ერთ წარმატებულ უნივერსიტეტში – ბიზნესისა და მეწარმეობის უმაღლეს სკოლაში ოსტროვიციეში, რომელსაც პატრონაჟს უწევს პოლონეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს ბიურო და ამ უნივერსიტეტის სენატის გადაწყვეტილებით დღეს გადმომეცა სერტიფიკატი და მედალი…
დიდი მადლობა ბატონ პავლე გოტოვიეცკის, უნივერსიტეტის რექტორს და პროფესორს!” – წერს ვახტანგ მაისაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ვახტანგ მაისაია თავის წარმატებას სააკაშვილისთვის “ლახვრის ჩაცემად” მიიჩნევს. კერძო საუბარში სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჯაშუშად გამოცხადებულმა პროფესორმა განაცხადა, რომ სწორედ პოლონეთში მისი წარმატება – პოლონელი ხალხის მხრიდან სააკაშვილისთვის გაცემული პასუხია!

კომენტარები