ვახტანგ წერეთელი ჟურნალისტების და პროდიუსერის წასვლას გამოეხმაურა

ტელეკომპანია „პირველის” დირექტორი, ვახტანგ წერეთელი ჟურნალისტების და პროდიუსერის წასვლას Facebook პოსტით გამოეხმაურა:

-„ტვ პირველის” ძალიან მაგარი გუნდისთვის ყოველთვის სამწუხაროა, როცა არხიდან მიდის ნებისმიერი ადამიანი, რა პოზიაციაზეც არ უნდა მუშაობდეს ის. თუმცა ჯანსაღი პროცესია რომ არხზე მოდიან და მიდიან ადამიანები. მთავარია რომ ერთმანეთის გადაწყვტილებას პატივი ვცეთ ყველა მხარემ. წარმატებები უკვე ჩემს ყოფილ თანამშრომლებს და მეგობრებს.”ტვ პირველი” კი მზარდი რეიტინგით აგრძელებს მუშაობას. “მოვლენების შუაგულში და გავლენებს მიღმა” ვართ ყოველთვის იქ სადაც ვჭირდებით ჩვენს მაყურებელს“.

ტელეწამყვანებმა,   ტელეკომპანია “პირველი” დატოვეს.

პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც “ტვ პირველს” ჟურნალისტები და პროდუსერები ტოვებენ. 2020 წლის 12 ივნისს “ტვ პირველიდან” წასვლის შესახებ განაცხადეს წამყვანებმა: ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა. მათთან ერთად ტელევიზია დატოვეს “პოლიტმეტრის” პროდიუსერმა გიორგი დარჩაშვილმა, პროდიუსერმა და ჟურნალისტმა ხატია შამანაურმა, წამყვანმა გიორგი კიკაბიძემ, პროდიუსერმა მიხო კოტეტიშვილმა, წამყვანმა და ჟურნალისტმა სოფო მაისურაძემ.

21 აპრილს ტელეკომპანია “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე ტვ “პირველის” მთავარ პროდიუსერად დაინიშნა. შემდეგ მთავარი არხიდან ტვ “პირველზე” კიდევ ექვსი ჟურნალისტი გადავიდა.

პირველ მაისს ცნობილი გახდა, რომ ნინო ჟიჟილაშვილი “ტვ პირველის” საინფორმაციოს აღარ უხელმძღვანელებდა. წასვლის მიზეზები ჟიჟილაშვილმა ასე განმარტა: “საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით არხის ხელმძღვანელობისა და ჩემი ხედვები ამ ეტაპზე არ დაემთხვა ერთმანეთს. კონკრეტულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით”.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი ნინო ჟიჟილაშვილის ახალი გადაცემა და ტელეკომპანიაში მიმდინარე ცვლილებების პროცესი იყო, საინფორმაციო სამსახურსს კი თავად უხელმძღვანელებდა.

6 ივნისს ინგა გრიგოლიამ განაცხადა, გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა, მიზეზად პროფესიული და ოჯახური ინტერესების “შეჯახება” დაასახელა. მას არ დაუკონკრეტებია დეტალები. ის არხზე დარჩა, საკუთარი გადაცემა გააგრძელა.

6 ივნისს არხის დამფუძნებელმა ვახტანგ წერეთელმა გრიგოლიას განცხადების შემდეგ თქვა, ტელევიზიის გენერალური დირექტორი კვლავ თავად იქნება.

კომენტარები