„ვგეგმავთ, რომ ვაქცინას ხელმისაწვდომი ფასი ჰქონდეს“ – ინდოეთის სერუმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი
ვაქცინების მწარმოებელი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია კორონავირუსის საწინააღმდეგო იმ ვაქცინის მასიურ წარმოებას იწყებს. ვაქცინა ოქსფორდის უნივერსიტეტში შეიქმნა. ადამიანებზე მისი გამოცდა უკვე დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია მისი ეფექტურობა. ამის შესახებ გამოცემა Business Insider წერს.
ინდოეთის სერუმის ინსტიტუტი (Serum Institute of India) ვაქცინების უმსხვილესი მწარმოებელია.
ყოველწლიურად სხვადასხვა დაავადებების საწინააღმდეგო 1.5 მილიონ დოზა ვაქცინას ქმნიან.
-„სექტემბერ-ოქტომბრისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობა ცნობილი იქნება. უკვე არსებობდეს ვაქცინების ის რაოდენობა, რომელიც მსოფლიოში არსებულ მოთხოვნას უპასუხებს.
ვერ მოვიცდით. ინსტიტუტი თვეში ზემოთ აღნიშნული ვაქცინის 5 მილიონ დოზაზე მეტის წარმოებას გეგმავს. როცა უკვე გაირკვევა, რომ ვაქცინა წარმატებულია, ის საკმარისი რაოდენობის იყოს და მსოფლიოში არსებულ მოთხოვნას უპასუხოს.
ჩვენ არ ველოდებით ვაქცინის გამოცდის დასრულებას და მის შედეგებს დიდ ბრიტანეთში, არ ვაპირებთ წარმოების მას შემდეგ დაწყებას, რაც ვაქცინის ეფექტურობა გვეცოდინება. ჩვენი მიზანია, თვეში 5 მილიონ დოზამდე ვაქცინის დამზადება. შემდეგ, როცა უკვე გვეცოდინება, რომ ვაქცინა წარმატებულია, წარმოებას კიდევ უფრო გავზრდით.
გვინდა, სექტემბერ-ოქტომბრისთვის 20-დან 40 მილიონამდე დოზა ვაქცინა გვქონდეს მზად.
რისკებს ვაცნობიერებთ. ვგეგმავთ, რომ ვაქცინას ხელმისაწვდომი ფასი ჰქონდეს. ინდოეთში, დაახლოებით, 13 დოლარი ეღირება. ზოგადად, წამლის ფასები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ერთი და იგივე მედიკამენტი შეიძლება სხვაგან უფრო ძვირი ღირდეს.
ბრიტანელმა პროფესორმა სარა გილბერტმა ჯერ კიდევ 11 აპრილს დაასახელა კორონავირუსის ვაქცინის შექმნის რეალურ ვადად სექტემბრის თვე. ის აღნიშნული ვაქცინის შექმნას ხელმძღვანელობს,
ვფიქრობ, ძალიან დიდი შანსია, რომ ის იმუშავებს. გასულ ხუთშაბათს ვაქცინა ოქსფორდში პირველ ორ მოხალისეზე გამოსცადეს. ვაქცინის სატესტო ვარიანტს დიდ ბრიტანეთში, დაახლოებით, 1000 ადამიანს გაუკეთებენ. ვაქცინაზე მომუშავე სპეციალისტთა ჯგუფის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ სექტემბრამდე 1 მილიონ დოზა ვაქცინას თავადვე შექმნიან“, – განაცხადა ინდოეთის სერუმის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადარ პუნავალიმ, Times of India-სთან.