ვეგეტარიანელობა ნახშირორჟანგის გამოყოფის 70%-ით შემცირებას განაპირობებს

ვეგანობის ზეგავლენასთან დაკავშირებით ჩატარებულ ყოველწლიური კვლევების მოხსენებაში „Veganism Impact Report“ შემდეგი მონაცემებია მოყვანილი: თუ დედამიწის მოსახლეობა ვეგანი გახდება, მაშინ საკვები პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებული ნახშირორჟანგის გამოყოფა 70%-მდე შეიძლება შემცირდეს, რაც 9,6 მილიარდი ტონაა.

დღესდღეობით „Veganism Impact Report“-ის სტატისტიკის თანახმად ბრიტანეთის მოსახლეობის 1,16% ვეგანია. ევროკავშირში 6% ვეგანი თუ ვეგეტარიანელია. თუ მსოფლიოში ყველა ვეგანი გახდებოდა, მაშინ მხოლოდ ბრიტანეთში სისხლძარღვთა და გულის დაავადებებისგან გარდაცვალების 130 ათას შემთხვევით ნაკლები იქნებოდა. ნებისმიერ ქვეყანაში კი წელიწადში 8800 კიბოთი გარდაცვალების შემთხვევით ნაკლები იქნებოდა.

ინფორმაციას „vegetarian.ru“ ავრცელებს.

კომენტარები