ველი სკოტმა ქალაქის მერიის შენობაზე ლგბტ დროშის აღმართვაზე უარი განაცხადა

პენსილვანიის შტატის ქალაქ რიდინგის მერმა ველი სკოტმა ქალაქის მერიის შენობაზე ცისარტყელიანი ლგბტ დროშის აღმართვაზე უარი განაცხადა.
ლგბტ დროშას ქალაქში პრაიდის აღნიშვნის მიზნით ერთი კვირის განმავლობაში უნდა ეფრიალა. მერმა ბოლო მომენტში მის აღმართვა დაბლოკა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად პოლიტიკური მოტივი დასახელდა.
მერის აზრით, ეს ქმედება არასამართლიან პოლიტიკურ გზავნილს შეიცავს. ქალაქის საკრებულოს პრეზიდენტმა ჯეფრი ვოლტმენმა სცადა, მერისთვის აზრი შეეცვლევინებინა, მაგრამ ვერ შეძლო. ლგბტ აქტივისტები მერის ამ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულად მიიჩნევენ.

კომენტარები