„ველურ რუსულ ოკუპაციას კიდევ 5 ქართველი შეეწირა! მათ შორის, ეს ანგელოზივით გოგონა – თამუნა…“
სოფელ ორსანტიაში, მდინარე ენგურში დაკარგული მეოთხე კაცის ცხედარი იპოვეს. მანამდე მდინარე ენგურმა სამი ცხედარი სოფელ შამგონასთან გამორიყა. ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა.
გარდაცვლილები ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეს მკვიდრები იყვნენ. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ისინი მდინარე ენგურის გავლით ცდილობდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, რა დროსაც მდინარე ადიდდა და დინებამ გაიტაცა.