ვენაში უპილოტო ავტობუსი ქვეითს დაეჯახა

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში უპილოტო ავტობუსი ქვეითს დაეჯახა. საქმეზე დაიწყო გამოძიება.

კომპანია Navya SAS-ის ავტომობილი, რომელიც 12 კმ/სთ სიჩქარით დამოუკიდებლად გადაადგილდება და მგზავრები გადაჰყავს, 30 წლის ქალს დაეჯახა.

ვენის სატრანსპორტო კომპანია დამატებით განცხადებას არ აკეთებს. ამბობს, რომ მიმდინარეობს მიზეზის დადგენა, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული ინციდენტი.

ქალაქში ორი უპილოტო ავტობუსის ტესტირება 6 ივნისიდან მიმდინარეობს.

კომენტარები