ვენახებიდან ქურდობის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს – საფერავის

კახეთის პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტში ვენახებიდან ქურდობის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავა.

ბრალდებულებმა ღამით სხვის საკუთრებაში არსებულ ვენახებში ფარულად შეაღწიეს და საფერავის ჯიშის ყურძენს იპარავდნენ. პოლიციამ, ნივთმტკიცებად ნახევარი ტონა საფერავი ამოიღო.

დანაშაული 1-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
უწყების ინფორმაციით დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

კომენტარები