ვენეციაში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

ვენეციის სამრეწველო რაიონში – მარგერაში (Marghera), კომპანია 3V Sigma SpA-ს ქიმიურ ქარხანაში,  დილით, დაახლოებით 10 საათზე ძლიერი აფეთქება მოხდა.  ამის შესახებ La Stampa წერს.

სავარაუდოდ, დანადგარი აფეთქდა. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. ქარხნიდან ამომავალი კვამლი კილომეტრებით დაშორებული ადგილებიდანაც ჩანს, მთელ ზონაში.

ადგილზე მაშველები მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 2 ადამიანი, ერთს სერიოზული ჭრილობები აქვს.

ადგილობრივი პოლიციის ოპერატიული სამსახური და ვენეციის მუნიციპალიტეტი მოქალაქეებს ურჩევენ, სახლიდან არ გამოვიდნენ, ფანჯრები და კარები დაკეტილი ჰქონდეთ, რათა ტოქსიკური გამონატყორცნებით მოწამვლის რისკი აიცილონ თავიდან.

კომენტარები