ვენეციაში, წმიდა ლაზარეს მონასტერში დაბეჭდილ წიგნებში გამოყენებული მხედრული შრიფტი
ვენეციაში, წმიდა ლაზარეს მონასტერში დაბეჭდილ წიგნებში გამოყენებული მხედრული შრიფტი.
XIX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს ქართული წიგნების ბეჭდვა დაიწყო ვენეციაში. აქ ქართული წიგნების ბეჭდვა-გამოცემის საქმეს აბატი პეტრე ხარისჭირაშვილი და წმიდა ლაზარეს მონასტრის ქართველი კათოლიკე ბერები ეწეოდნენ.
საქართველოს ეროვნულ არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკაში ამ პერიოდში გამოცემული არაერთი წიგნი ინახება.
შრიფტი აღებულია ვენეციაში 1859 წელს გამოცემული წიგნიდან „იგავნი იეზებოს* ფილოსოფოზისანი“ (*ეზოპე).