-„ვეპატიჟებით ბატონ არსენ ტოროსიანს და ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოში. გავაცნობთ ქვეყნის გამოცდილებას COVID-19-ის“ – თენგიზ ცერცვაძე არსენ ტოროსიანს

-„ვეპატიჟებით ბატონ არსენ ტოროსიანს და ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოში. გავაცნობთ ქვეყნის გამოცდილებას COVID-19-ის მართვის სფეროში. ქვეყანაში მოქმედებს COVID-19-ის შესაძლო შემთხვევით პაციენტების მართვის ეფექტიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა პაციენტის დროულ და ზუსტ დიაგნოსტიკას და ყველა COVID-19-ით პაციენტის, მათ შორის უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების ადეკვატურ მართვას, აგრეთვე მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების კლინიკურ მართვას უმაღლესი სტანდარტებით, მათ შორის ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, რაზეც მეტყველებს COVID-19-ით გარდაცვლილთა მცირე რიცხვი.

საქართველო სისტემატურად იღებს მაღალ შეფასებებს გაეროსგან, ჯანმოსგან, სხვა ოფიციალური საერთაშორისო ინსტიტუციებისგან და ცალკეული ავტორიტეტული პირებისგან COVID-19-ის მართვის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის“ – განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის განცხადებასთან დაკავშირებით.

საზოგადოებრივი საბჭოს ონლაინ სხდომის დროს, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა სომხეთსა და საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სხვაობაზე ისაუბრა.

არსენ ტოროსიანმა კორონავირუსზე საქართველოს სტატისტიკაში ეჭვი შეიტანა. ტოროსიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი.

კომენტარები