„ვერავინ ურყოფს იმ ზიანს, რაც ნამოხვან ჰესის პროექტის განხორციელებას გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ახლავს თან. მიკროკლიმატის ცვლილების გამო საფრთხე ექმნება რამოდენიმე კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების ძეგლს, ტვიშის უნიკალურ მიკროზონას, ზუთხის უნიკალური სახეობას“

-„მათ აღმატებულებას, ნორვეგიისა და თურქეთის ელჩებს
მინდა გამოვეხმურო 31 მარტს, კომპანია ენკას მიერ ნამხოხვან ჰესთან დაკავშირებით გამართულ სესიაზე თვენს მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.
ვერავინ ურყოფს იმ ზიანს, რაც ნამოხვან ჰესის პროექტის განხორციელებას გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ახლავს თან. მიკროკლიმატის ცვლილების გამო საფრთხე ექმნება რამოდენიმე კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების ძეგლს, ტვიშის უნიკალურ მიკროზონას, ზუთხის უნიკალური სახეობას. არაფერს ვამბობ გეოლოგიური და სეისმურ რიკებზე, რომელიც ამ მასშტაბის პროექტებს ახლავს თან და კლიმატის ცვლილების შედეგად ატმოსფერული ნალექების ინტენსივობის არაპროგნოზირებად ხასიათზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშაყენებს ნებისმიერი მოცულობის ჰესის მიზანშეწონილობას. ცხადია ეს ჩამინთვალი სრულად არ ასახავს იმ ზიანს, რაც რიონის ხეობის ბუნებრივ და სოციალურ გარემოს შეიძლება მიადგეს. ამ საფრთხეებზე მოწმობს, სწორედ კომპანია ენკას მიერ გამოთქმული მზაობა, გარემოზე ზემოქმედების შესწავლის გაგრძელების აუცილებლობის შესახებ. არც კომპანია Clean Energy -ს, ნამოხვანის ერთ-ერთ ინვესტორს აქვს უმწიკვლო რეპუტაცია, საქართველოში. სწორედ ის იყო იმ კოსორციუმის მონწიელე, რომლის აშენებული ჰესის გვირაბი ჩამოინგრა 2 თვეში.
კაცობრიობის ისტორია ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის ამბავია. ცხადია, ადამიანები, უხსოვარი დროიდან, პროგრესისა და განვითარებისთვის ცდოლობდნენ ბუნების დამორჩილებას და ვერც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი. მაგრამ რას ვშვებით მაშინ, როცა ზიანი აჭარბებს იმ სიკეთეებს, რომელიც შეიძლება ამ მცდელობამ მოყვეს შედეგად ?!
ეკოლოგიურ რისკებზე უკვე ვისაუბრე. ახლა გადავიდეთ იმ ზიანზე, რაც ყვეყნის ეკონოიმიკას შეიძლება მიადგეს.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 830 მილიონი დოლარია. სახელმწიფოსა და კომპანია ენკას შორის გაფერმებული გარანტირებული შესყდვის ხელშეკრულების მიხედვით სახელმწიფოს კომპანიისთვის, 15 წლის მანძილზე, დღევანდელი კურისის გათვალისწინებით, 724 მილიონი დოლარის (2 მილიარდ 460 მილიონი ლარი ღევანდელი კურსით) გადახდა მოუწევს. ამას ემატება ის შემოსავალიც, რომელსაც კომპანია ენკა გარანტირებული შესყიდვის მიღმა, გამომუშავებული ენერგიის ბაზარზე გაყიდვით მიიღებს. 12 წელიწადში კომპანიის შემოსავალი დაახლოებით 971 მილიონი დოლარი იქნება. ესეიგი ის სრულიად დაფარავს მის დანახარჯს, მთავრობის მიერ გაცხადებული გადასახადების გათვალისწინებით. 15 წელიწადში კი კომპანიის შემოსავალი 1 მილიარდ 260 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. თან აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰესი, ამ 15 წლის გასვლის შემდეგაც, მუდმივად რჩება კომპანიის საკუთრებაში. არადა საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ნაკლებად კაბალური ხელშეკრულებების შემთხვევაშიც კი, გარკვეული პერიოდის მერე, ჰესი გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. ცხადია გარანტირებული შესყიდვის პრაქტიკა, სხვაგანაც არსებობს, მაგრამ იქ ინვესტორის მიერ დახარჯული ფული თუ მთლიანად არა, მისი უდიდესი ნაწილი რჩება ქვეყანას. ჩვენს შემთხვევაში კი, დანადგარებისა და აგრეგატების იმპორტის აუცილებლობისა და უცხოელი ექსპერტებსა და მომსახურე პერსონალის ანაზღაურების გამო, ინვესტირებული ფულის დიდი ნაწილი დატოვებს ქვეყანას. გარდა ამისა, იშვიათია შემთხვევა, როცა ჰესის მშენებლობის შემთხვევაში, მიწა კომპანიის საკუთრებაში გადადის.
ეს ვითარება ნათლად ანახებს, რომ არა კომპანია, არამედ სახელმწიფოა რეალური ინვესტორი. მაგრამ, სახელმწიფო, ანუ ჩვენ, ხალხი, ვიხდით, ვაშენებთ ჰესს, ხოლო მოგება მიაქვს კომპანიას. ანუ ჩვენ ვანადგურებთ გარემოს, ვღარიბდებით, ხოლო მდიდრდება კომპანია, იქნება ადგილობრივი, თუ უცხოელი.
ცუდი გამოცდილება დაგროვდა საქართველოში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბუნებრივი რესურსისა და წიაღისეულის ათვისების თვალსაზრისით. ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებისა და კომპანია ფრონტერას მაგალითიც საკმარისია. მდიდრდებიან ერთეულები, გარემოსა და ადამიანების ექსპლუატაციის ხარჯზე.
შეიძლება ჩვენს მთავრობას ეს არ ესმის, ან გაზრახ ხუჭავს თვალს ამ გარემოებაზე. მაგრამ როცა მას ზურგს უკვე სხვა ქვეყნის ელჩი, ან პოლიტიკოსი უმაგრებს, ეს უკვე კოლონიალიზმის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ამიტომ, არ არის სასიამოვნო, როცა რომელიმე ქვეყნის ელჩი საქართველოში, საკუთარი ქვეყნის კომპანიების ინტერესებს იცავს, მასპინძელი ქვეყნის ხალხის ინტერესების დაკნინების ხარჯზე.
თუ ჩვენი მთავრობა უუნაროა, ეს არ უნდა ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნის მთავრობამაც, საქართველო მხოლიდ გეოგეაფიულ არეალად აღიქვას და მას ისე მოექცეს, თითქოს იქ უბრალოდ ვიღაც ხალხი ბინადრობს, საკუთარი კულტურული, ეკონომიკური თუ სოციალური მისწაფებების გარეშე.
ამიტომ ადამიანები, რომლებიც ნამოხვან ჰესის მსენებლობას აპროტესტებენ, არც ქსენოფობები არიან და არც „არა ჰესებს“ აკვიატებით შეპყრობილი.
მე იმედი მაქვს, რომ განცდა რომელიც შეგექმნათ, მთავრობის მიერ პროტესტის სულისკვეთების მცდარი ინტერპრეტაციისა და პროპაგანდის შედეგია, პროცესის დისკრედიტაციის მიზნით. თუ უკეთესად შეისწავლით ამ პროცესს, რისი შესაძლებლობა თქვენ უდაოდ გაგაჩნიათ, მალევე დარწმინდებით მთავრობის პროპაგანდის უსუსურობაში.
ეს არა რომელიმე ერის, ან კომპანიის წინააღმდეგ მიმართული პროტესტია, არამედ ნეოლიბერალიზმისა და თანამედროვე კოლონიალიზმის.
ამიტომ ჩნდება კითხვა: დაუშვებდა კი თქვენი ქვეყნის მთავრობა, საკუთარი ბუნების განადგურებას, თუნდაც ჰესის სანაცვლოდ, ამ პირობით და ამ ფასად ?!“ – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.
კომენტარები