ვერავინ შეაჩერა დენთის კასრთან აალებული პატრუქით მოცეკვავე თურქეთის ექსცენტრიული ლიდერი! – სოსო მანჯავიძე:

– „აია სოფია არ არის მხოლოდ აღმოსავლეთ საქრისტიანოს ისტორიული ტრაგიკული სიმბოლო.
ის ასევე არის ქემალისტური თურქეთის გარე სამყაროსთან პოზიციონირების სიმბოლო.
აია სოფიას ტაძრისთვის მუზეუმის სტატუსის მინიჭება ნიშნავდა თურქეთის სახელმწიფოს საერო ხასიათს და იმპერიის აღდგენის პრეტენზიებზე უარის თქმას.
სწორედ ამ პოზიციამ და მისმა შესაბამისმა პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი თურქეთის დღევანდელი სტატუსი.
ერდოგანი არასდროს შეგუებია თურქეთის ასეთ როლს. იგი მუდამ იმპერიის აღდგენაზე ოცნებობდა.
ამ ოცნებებში, გართულმა, მან არაერთხელ სცადა პანდორას ყუთის გახსნა, ამჯერად მისი მცდელობა შეიძლება წარმატებით დაგვირგვინდეს..
სამწუხაროდ, ვერავინ შეაჩერა დენთის კასრთან აალებული პატრუქით მოცეკვავე თურქეთის ექსცენტრიული ლიდერი.
კიდევ ერთხელ დავესესხები სუმ-ძის.- ისტორიულ პროცესებს არა პოლიტიკოსები და არმიები,არამედ სიმბოლოები მართავენ..
აია სოფიაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო კი ძნელი წარმოსადგენია“ – წერს სოსო მანჯავიძე

კომენტარები