„ვერანაირი ძველი თუ ახალი სახეების დაბრუნება, არსებულ რეალობას ვერ შეცვლის. ქვეყანაში მეორედ მოსვლები ერთხელ და სამუდამოდ“- ზაალ უდუმაშვილი

-„ის, რაც ვერ ან არ გააკეთა ყოფილმა პრემიერმა, – ვგულისხმობ ნიკა მელიას დაპატიმრებას, ახლა ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, –  ეს გააკეთოს ღარიბაშვილის ხელით, მაგრამ ვერანაირი ცვლილება მთავრობაში, ვერანაირი ძველი თუ ახალი სახეების დაბრუნება, ვერ შეცვლის არსებულ რეალობას. ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ რღვევის პროცესია დაწყებული და მართლა ნაკერებზე ირღვევა მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალი, არის ის სპირალი, საიდანაც ამოსავალი არ არსებობს. ვერანაირი ძველი თუ ახალი სახეების დაბრუნება, არსებულ რეალობას ვერ შეცვლის. ქვეყანაში მეორედ მოსვლები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, – განაცხადა  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.

საპარლამენტო კომიტეტები ირაკლი ღარიბაშვილს შაბათ-კვირას მოუსმენენ.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. 

არსებული ინფორმაციით, მთავრობის ახალ შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი წარუდგენს, მხოლოდ ერთი ახალი სახე იქნება. ის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს შეცვლის.

კომენტარები