„ვერიდებით რთულ დისკუსიებს – მოგიწოდებთ ოპოზიციასთან ერთად საერთო ენის და გამოსავლის ძიების გაგრძელებისკენ“- იენს სტოლტენბერგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი  ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

-„პრემიერ-მინისტრო, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა აგრეთვე ნიშნავს, რომ ჩვენ ვერიდებით რთულ დისკუსიებს. საქართველოში ბოლო დროინდელი პოლიტიკური მოვლენები წუხილს იწვევს. ნატო მოელის, – საქართველო შეინარჩუნებს ბოლო წლების დიდი მუშაობის შედეგად დამკვიდრებულ დემოკრატიულ სტანდარტებს. მხარს ვუჭერ ევროკავშირის მედიაციაციის ძალისხმევას. ამაში შედის პოლიტიკური უთანხმოების დიალოგის გზით გადაწყვეტა, საზოგადოებაში განხეთქილების გამომწვევი რიტორიკის და ქმედების არ გამოყენება. ნატო მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციაციის ძალისხმევას. პრემიერო, მოგიწოდებთ ოპოზიციასთან ერთად საერთო ენის და გამოსავლის ძიების გაგრძელებისკენ“.

კომენტარები