“ვერსად ვერ წაიკითხავთ ქრისტეს ნათქვამ სიტყვას რომაელ ოკუპანტებზე! არამედ შოლტით გაწმინდა ტაძარი! გესმიით, ბრიყვებო?!”

“ვერსად, ვერავინ – სიტყვას ვერ ამოიკითხავს ქრისტეს მიერ ნათქვამს – რომაელ ოკუპანტებზე! ერთადერთი რაც ქრისტემ გააკეთა, ეს იყო ტაძრის გაწმენდა შოლტით, ანუ ტაძრიდან გამორეკა მოვაჭრე-ავაზაკი-ყომარბაზი-დამნაშავე “მღვდელმსახურნი”! ასევე ამხელდა ფარისევლებს და მწიგნობრებს, ისევ და ისევ -“სასულიერო” პორებს და მოგვიწოდებდა ჩვენს ფერისცვალებაზე, ანუ ჩვენს სულიერ განწმენდაზე! პირველ რიგში ეკლესია უნდა გაიწმინდოს “სასტიკად”! ამას კი გააკეთებს მხოლოდ და მხოლოდ წმიდანი, სხვა ვერავინ! ამიტომ გვერდში უნდა დავუდგეთ წმიდანს, გავერთიანდეთ მის გარშემო და უნდა ავირჩიოთ პატრიარქად! ეკლესიის გაწმენდის შემდეგ, მოძღვრებად მოგვევლინებიან მართლა სულიერი მოძღვარნი, რომლებიც ერს დამოძღვრავენ მართლა ღვთიური სიბრძნით და სულიწმიდის მადლით! ეს გამოიწვევს ერში სულიერ ფერისცვალებას, რასაც მოჰყვება ერთიანობა, მოეფინება ქვეყანას მადლი და ღვთის შეწევნით – პრობლემებსაც მოვაგვარებთ და ყველა ანგარიშსაც გაგვიწევს! მახსენდება ასეთი ანდაზა:–“დათვმა თქვა–ასი გოლიათი რომ შემხვდეს, ყოფას ვუტირებ ყველასო, ოღონდაც ორ – თუნდაც გაძვალტყავებულ ძმებს არ გადავეყაროვო”! ჰოდა, ამ გაძვალტყავებულ ქართველებს, აუცილებლად გვჭირდება ემიგრანტთა დაბრუნება და ჩვენი დაქსაქსულ – გაფანტული ძმობის შეკვრა-გაერთიანება! და რომ შევიკვრებით ერთად, ჩვენთან იქნება ქრისტე, და ჩვენ ვერავინ გვძლევს! ეს ყველაფერი კი დაიწყება ჩვენი გაერთიანებით წმიდანის გარშემოოოო, და წმიდანი დაგვანახებს ხსნის გზას!” – წერს ფეისბუქმომხმარებელი ზაქარია გლახაძე საკუთარ გვერდზე.

კომენტარები