“ვერც ერთი ხატი ვერ ჰკურნავს სნეულებას, ვერცერთი მამაო ვერ გაგაჩენინებთ შვილს, ყველა სასწაული ღმერთისგან“

-„როცა დაუფიქრებლად ამბობთ: “უძლიერესი ხატი, რომელიც სნეულებებს კურნავს…” ან “მამაო, რომელიც ბავშვებს აჩენინებს…” ან “დედაო, რომელიც გაუთხოვრობას შველის…” ანდა როცა ნებისმიერ სხვა მატერიალურ ნივთს მიაწერთ რაიმე საღმრთო, მაკურნებელ ან სასწაულებრივ მოქმედებას, იცოდეთ, რომ აცდენილი ხართ ქრისტიანობას, მკრეხელობთ და ახლოს ხართ კერპთაყვანისმცემლობასთან.

ვერც ერთი ხატი ვერ ჰკურნავს სნეულებას, ვერცერთი მამაო ვერ გაგაჩენინებთ შვილს, ვერცერთი მონაზონი ვერ გაგათხოვებთ, ვერც ვერანაირი ნივთი ვერ მოგიხდენთ ღვთაებრივ სასწაულს. მხოლოდ ერთადერთი ღმერთი ჰკურნავს, ღმერთი გვაძლევს შვილსაც და სიცოცხლესაც, ღმერთი გვიმართავს ხელს და ღმერთისგან არის ყველა სასწაული.

ნუ ეძებთ სასწაულმოქმედ ნივთებს და სასწაულმოქმედ ადამიანებს, ასეთები უბრალოდ არ არსებობენ. ეძებეთ ჭეშმარიტად სასწაულის მოქმედი, სიცოცხლის მონიჭებელი, უხილავი და ცოცხალი ღმერთი. საიდანაც სრულებით არ ელი, იქიდან მოგევლინება უფლის შეწევნა თუ გულწრფელად ეძებ, გიყვარს და გწამს შენი ღმერთი”,- წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

კომენტარები