„ვერ გაგვაჩუმებენ. Twitter-ს სიტყვის თავისუფლებასთან არაფერი აქვს საერთო“- დონალდ ტრამპი

-„დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდი, -Twitter-ი თავისუფალი სიტყვის ჩახშობის კუთხით ძალიან შორს წავიდა, დღეს, საღამოს, Twitter-ის ადმინისტრაციამ „დემოკრატებთან“ და რადიკალურ მემარცხენეებთან ერთად ჩემი ანგარიში დაბლოკეს, მე და თქვენ, 75 მილიონი ადამიანი, რომ გავეჩუმებინეთ. ვამბობდი, – ეს მოხდებოდა. ჩვენ სხვა საიტებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, მალე დიდ განცხადებას გავაკეთებთ. ამასთანავე, უახლოეს მომავალში საკუთარი პლატფორმის შექმნის შესაძლებლობას ვსწავლობთ. ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ. Twitter-ს სიტყვის თავისუფლებასთან არაფერი აქვს საერთო“, – აშშ-ის პტრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Twitter-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მისი პირადი გვერდის სამუდამოდ დაბლოკვის შესახებ ეხმაურება.

განცხადების გასავრცელებლად დონალდ ტრამპმა Twitter-ზე აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალური ანგარიში გამოიყენა. Twitter-ის ადმინისტრაციამ  განცხადება მალევე  წაშალა.

კომენტარები