„ვერ გაგიტარებთ… თბილისი როდის გიყვარდათ ბატონო მამუკა? როდესაც დედაქალაქს სთხოვდით, –  სატყეო ზონიდან 5000 სამშენებლო“-ირაკლი ზარქუა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამშენებლო ამნისტიის პროექტის განხილვა მიმდინარეობს, უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი ზარქუამ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს მიმართა:

-„სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი 10 ათასამდე მოქალაქის ქონებას ეხება, რომელიც დეველოპერებმა შუა გზაში მიატოვეს. ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ მამუკა ხაზარაძეს. მეგონა წლების განმავლობაში ეს ადამიანი იყო სიმართლის, კეთილსინდისიერი ბიზნესის, არა ორმაგი სტანდარტის ეტალონი. შეუძლებელია იმის მოსმენა, რაც გავიგეთ.

თქვენ წეღან პრეტენზიები გამოთქვით დედაქალაქის მერის და მაია ბითაძის მიმართ. გეგონათ გაგიტარებდით ამ ორმაგ სტანდარტს ან მე ან ჩემი კოლეგები. დედაქალაქმა გენერალური განვითარების გეგმა, რომ მიიღო თქვენს მიერ მოწონებული სააკაშვილით, მანდ საერთოდ გააქრო სატყეო ზონა. სატყეო ზონა გენერალურ გეგმაში 138 მლნ კვადრატია, ისევე როგორც რეკრეაციული ზონა 4 მლნ-ით გაიზარდა კალაძის და ქალბატონი ბითაძის დამსახურებით.

ვერც თქვენ და ვერც ვერანაირი დეველოპმენტი ვერ ააშენებს სტადიონებზე კორპუსებს, ეს გადავურჩინეთ შემდეგ თაობებს. რაც შეეხება დღევანდელ ამნისტიის კანონს, მეგონა გამოხვიდოდით და იტყოდით, – „ძალიან მაგარია“, ამის მაგივრად დაიწყეთ თქვენს პრობლემებზე საუბარი.

თბილისი როდის გიყვარდათ ბატონო მამუკა? როდესაც დედაქალაქს სთხოვდით, –  სატყეო ზონიდან 5000 სამშენებლო ზონად გადაკეთებულიყო? მაშინ გიყვარდათ ალბათ თბილისი. ან თუ მაშინ გიყვარდათ, როდესაც თქვენი სათავო ოფისის მშენებლობისთვის ნაგვით, რომ აავსეთ ხევები. ამის უარყოფას ნუ ეცდებით, იმიტომ რომ ჯარიმები მაქვს მოტანილი. თუ გიმალავენ,- არ ვიცი. სიმართლე უნდა ითქვას, ვერ გაგიტარებთ“

კომენტარები