„ვერ გავიგე რითი განსხვავდებიან სხვა ადამიანებისგან და რატომ უნდა ჰქონდეთ პრივილეგიები იმის გამო“ – მეუფე იაკობი ლგბტ თემზე

-„ვერ გავიგე რითი განსხვავდებიან სხვა ადამიანებისგან და რატომ უნდა ჰქონდეთ პრივილეგიები იმის გამო, რომ სექსუალური ლტოლვა აქვს კაცს, კაცისკენ და ქალს, ქალისკენ?!

ის ადამიანი, რომლებსაც უმცირესობებს ვუწოდებთ, ქალი-ქალთან და მაპატიეთ, კაცი-კაცთან. კაცისა და ქალის არაქროწინებითი ურთიერთობაც ითვლება ცოდვად. ცოდვა როგორ შეიძლება გამოვარჩიოთ? რადგან ეგენი სექსუალურად ასეთი მიმდევრები არიან და რაღაცას ასე უყურებენ.

მსოფლიოს ძირითადი რელიგიები მათ არ ცნობენ. სადაც ცოდვაა, შეიძლება პროპაგანდა გავუკეთოთ იგივე ქურდობას, ყაჩაღობას, ტყუილებს?!  ცხოვრობ, მასე იცხოვრე, ახლა გამოხვიდე და თავზე მომახვიო, რატომ აკეთებ ამას?!“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები