ვერ დაჭერილი და ვერ განთავისუფლებული მელია!

 

ნიკანორი ჯერ იყო და თავისი პარტიის ოფისში გამაგრდა აქადან ხელბორკილებით ვერ გამომიყვანთო ირწმუნებოდა და თავის თანაპარტიელებს ამოფარებული მქუხარე განცხადებებით ლახვარს სცემდე “პუტინის რეჟიმს”. მართლა ეგონა ნიკანორს თავი ნელსონ მანდელა და იფიქრა ახალი თაობის რევოლუციონერი გამოვიდოდა მისგან.
თუმცა არ იცოდა, რომ რევოლუციები კაბინეტებიდან არ ეწყობა და მას სახალხო ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა სჭირდება.
მინიმუმ კი ქარიზმატული ლიდერი მელია კი საქათმის ლიდერიც ვერ აღმოჩნდა როგორც გაირკვა არც არავინ აღიქვამდა მას ლიდერად და მითუმეტეს არც არავინ შეწირავდა თავს მის თავისუფლებას.
მელიადან კი ვერც მანდელა დადგება და ეს ქარაქუცა პარტიები ვერც რევოლუციის მომწყობები ვერ არიან.
ასე, რომ მელიას საქათმიდან პანჩურებით გამოთრევა მოუწია და ეხლა უკვე იმის რწმუნება, რომ ვერ დაჭერილს ვეღარ გაათავისუფლებენ.
ტრაგიკომედიის გაგრძელება კი ასეთია
საკანში ჩაკეტილი მელია საკნის კარს ებღაუჭება და ცოცხალი თავით ხელს არ უშვებს, მელია გმირის ნაცვლად ტრაგიკულ ფიგურად იქცა, ჯერ შესვლას, რომ არ აპირებდა და ეხლა გამოსვლა რომ არ უნდა!
ნაცების ფიურერი ჯერ იმას ირწმუნებოდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა თუმცა მოგვიანებით როდესაც საფრთხე დადგა გმირიდან შეწყალებულამდე მისიგარდაქმნის ცოტა ფიქრის შემდეგ სანამ სახეს ბოლომდე დაკარგავდა და თავი საბოლოოდ საჯდომად გადაექცეოდა
ისევ გირაოს გადახდა მოითხოვა, ოღონდ თქვენ არ გადამიხადოთ არც მე გადავიხდი, ევრო კავშირმა ჩამირიცხოსო თითქოს მისი თავისუფლება გლობალური პოლიტიკის ახალ კონტურებს ხატავდეს მთელი ევროპის თავდებობა და შუამავლობას რომ ითხოვს!
საბოლოოდ კი მელია ერთი სახეწამხდარი და კომიკური ფიგურაა, რომელმაც პოლიტიკური კარიერა მიშას შეწირა.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები