„ვერ მოიძებნა მსოფლიოში დამადასტურებელი რამე დოკუმენტი, რომ ჩინური ვაქცინები ეფექტური და უსაფრთხოა!“-გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე:

მინდა ვისაუბრო იმ 82 მავნებელ ორგანიზაციაზე თუ ადამიანზე, ვინც იღებდა მონაწილეობას საქართველოში ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით. მთელი უბედურება დევს ამ დოკუმენტში, „სადღეგრძელოები“ რომ არის დაწერილი. იქ არის ერთი პუნქტი, სადაც მითითებულია, – ძლიერი მარეგულირებლის მიერ და არ არის მითითებული, რომელი ძლიერი მარეგულირებელია. ზიმბაბვე რატომ არ არის ჩადებული, მე ზიმბაბვეს ჯანდაცვის სამინისტროს ძალიან კარგად ვიცნობ. მაქვს შეკითხვა, რატომ არის მითითებული რომელი ძლიერი მარეგულირებელია?!

ახლა აღმოჩნდა, თურმე უნგრეთი არის ძლიერი მარეგულირებელი და საფრანგეთი არ არის ძლიერი მარეგულირებელი?! გერმანია არ არის ძლიერი მარეგულირებელი?!  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ არის ძლიერი მარეგულირებელი?!  ხომ ხვდებით, ჩვენ რასთან გვაქვს საქმე?!

ის 82 ადამიანი, ვიცი რომ მიყურებს და მისმენს, თუ არ მიყურებენ, გეტყვიან რასაც ვამბობ, ხომ იცით, რომ თქვენ ხართ მავნებლები, ყველა, ვინც მონაწილეობდით ვაქცინაციის გეგმის შედგენაში, თქვენ ხართ ყველაზე დიდი მავნებლები ქვეყანაში, ეს არის თქვენი დანაშაული!

არ ვარ პოლიტიკოსი, რატომ მაიძულებთ, გიორგი ფხაკაძე გამოვიდეს და პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს! – არ გავაკეთებ და პოლიტიკაში არ ჩავერთვები თქვენს ჯინაზე, ვერ ჩამითრევთ!

დიდი დღესასწაულია კათოლიკურ სამყაროში, აღდგომის დღესასწაული და ამ დღესასწაულზე ჩაკეტილია საფრანგეთი.

მე ვთქვი, რომ ვაქცინაზე აღარ ვისაუბრებდი, მაგრამ ჩინური ვაქცინა როცა შემოიტანეს, ვთქვი, რომ გაგიჟდნენ და ვთქვი, რაც იყო სათქმელი!

არ უნდა ჩავერიო საქართველოს ვაქცინაციის პროცესში, ამდენი არაპროფესიონალიზმი, ამდენი კორუფაცია, ამდენი ვითომ პოლიტიკოსობა და ვითომ პატრიოტიზმი, ამ ყველაფერმა დაღუპა ეს ქვეყანა!

ქვეყანას მართლა სჭირდება ცვლილებები! – ეს არის ჩემი ყველაზე დიდი პოლიტიკური განაცხადი!

ახლა, საქართველოში ექსპერტებს აქვთ ძალიან კარგი საშუალება, აჩვენონ, რომ ნამდვილად ექსპერტები არიან თუ არა! ამაზე უკეთესი საშუალება არ არსებობს!

გადახედეთ, რა ხდება ამ კონკრეტულ ვაქცინასთან დაკავშირებით ლათინო ამერიკაში, გადახედეთ, პოლიტიკური გადაწყვეტილებები როგორც ხდება ამ ვაქცინასთან დაკავშირებით. თუ ცოტა ინგლისური იცით, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც მე მაკრიტიკებთ და მლანძღავთ, შეურაცხყოფას მაყენებთ, დედას მაგინებთ. ახალგაზრდები, რომლებსაც გგონიათ, რომ ყველაფერი იცით, ძველგაზრდები, რომლებსაც გგონიათ, რომ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ, ყველა რანგის ყოფილი ჩინოვნიკები, ახლა გამოდით და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. გადმომიბარებია ეს ტვირთი თქვენთვის! ჩემი სათქმელი მე ვთქვი! თუთიყუშივით ერთი და იგივეს აღარ გავიმეორებ! ახლა გამოდით და მოსახლეობას აუხსენით, რატომ არის საჭირო ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით! გაიჭედებიან, იმიტომ რომ რაღაცა ხომ უნდა თქვან! რა საქმებია დალაგებული, ვინ იყიდა და რატომ იყიდა, ვინ აიძულა, რატომ გადავიხადეთ ხუთჯერ უფრო მეტი, თქვით! პოზიციამაც და ოპოზიციამაც, ახსენით, ეს რატომ ხდება!

ვატყობ, რომ ქვეყანას არაფერი არ ეშველება ამ კუთხით! როგორ შეიძლება ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალო?!

თქვენ ხართ პოლიტიკურ თამაშებში ჩართული ე.წ. ექსპერტები!

ჩემო მეგობრებო, ჩემი რეკომენდაცია თქვენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით:

ფაიზერის ვაქცინა არის კარგი ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის, კვლევები უკვე არის, 12 წლიდან შეიძლება  ფაიზერის ვაქცინის გამოყენება, შეიძლება ხვალ შეიცვალოს ყველაფერი. დღესდღეობით ეს არის ფაქტი. ასტრაზენეკას ვაქცინა მთლად კარგი ვერ გამოდგა, ძლიერი მარეგულირებელი, როგორიც არის გერმანია, გადაწყვიტეს, 60 წელზე ქვემოთ არ გამოიყენონ ასტრაზენეკას ვაქცინა, საფრანგეთში 95 წლის ქვემოთ არ შეიძლება გამოიყენონ. გირჩევთ, 60 წლის ქვემოთ ასაკის ადამიანებმა გამოიყენოთ ფაიზერის ვაქცინა, 60 წლის ზემოთ – ასტრზენეკას ვაქცინა. თუ საშუალება არის, სჯობს ფაიზერის ვაქცინით აიცრათ! ჯერჯერობით, რა მონაცემებიც გვაქვს, ფაიზერის ვაქცინა საუკეთესოა!

ქვეყანაში უნდა შემოიტანონ მხოლოდ და მხოლოდ სამი მარეგირებლის მიერ აღიარებული, – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის წამლის სააგენტოსა და საფრანგეთის ან გერმანიის!

ჩინურ არც ერთ ვაქცინას არ ვუწევ რეკომენდაციას! ეს არის პირადად ჩემი, გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია, ვინაიდან ვერ წავიკითხე, ვერ მოიძებნა მსოფლიოში დამადასტურებელი რამე დოკუმენტი, რომ ჩინური ვაქცინები ეფექტური და უსაფრთხოა! ყველა ინფორმაცია, რაც არსებობს, არის არადამაჯერებელი!

თუ ასეთი მაგარია ჩინური ვაქცინები, ჯანმოს მიერ აკრედიტაცია რატომ ვერ გაიარა! პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ საბუთები ბოლომდე ვერ წარადგინეს!

გახსოვდეთ! ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი თუ ვინმე გაიძულებთ, უჩივლეთ სასამართლოში! ძალიან თუ გაიძულეს, მართლა რევოლუაცია უნდა მოაწყოთ!

არავის აქვს უფლება თქვენს ჯანმრთელობაზე აწიოს ხელი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული!

მსოფლიოში არც ერთი ვაქცინა არ არის საბოლოოდ დამტკიცებული!

ჩვენ ვართ ბიოლოგიურ ომში!“

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ  გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

კომენტარები