„ვეშაპთა ციხეში“ მყოფ ცხოველებს, ბუნებაში გაუშვებენ
„ვეშაპთა ციხეში“ მყოფი რამდენიმე ვეშაპი, მათი ზღვაში გაშვების მიზნით, ხაბაროვსკში ჩაიყვანეს. ზღვაში ძლიერი შტორმისა და ნისლის გამო, მათი გაშვება ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა.
ვეშაპები, გასულ წელს ჩინეთის ოკეანარიუმისთვის გასაგზავნად დაიჭირეს.
ამასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმე აღიძრა. რის საფუძველზეც 20 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ვეშაპებს ბუნებაში დააბრუნებენ.
გასულ წელს კომპანია «Афалина»-ს მიერ, უკანონოდ დაჭერილი ოთხი ვეშაპის საქმესთან დაკავშირებით, ამა წლის 24 ივნისს, კომპანიას ვლადივოსტოკის სასამართლოს დადგენილებით 28 100 000 რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
„სოჭის დელფინარიუმი“ ვეშაპების არაკანონიერი დაჭერისთვის, 37 მილიონი რუბლით დააჯარიმეს
ინფორმაციას „iz.ru“ ავრცელებს.