„ვზრდით პენსიას, როგორც იყო დაპირებული, პენსიის ინდექსაცია განხორციელდება, რითაც პენსიონერებს ეკონომიკის ზრდასთან ერთად, პენსიები ყოველწლიურად გაეზრდებათ“

პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართა. 

მინდა, ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვზრდით პენსიას, როგორც პირობა იყო მიცემული, მოხდება პენსიის ინდექსაცია, რითაც პენსიონერებს ეკონომიკის ზრდასთან ერთად, ეკონომიკის ზრდის პარალელურად, ყოველწლიურად გაეზრდებათ პენსიები იმის მიხედვით, თუ რა ეკონომიკური ზრდა ექნება ქვეყანას. ეს იმის გარდა, რა ზრდასაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე წელს და მომავალ წელს ვაკეთებთ.

მნიშვნელოვანია ასევე ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რაზეც მთავრობასთან ერთად, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძეც მუშაობდა.

ეს არის ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც უკვე შემოსულია. ჩვენ ძალიან მოკლე დროში მოგვიწევს ამაზე მუშაობა. აქ არის მთელი რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ღონისძიებები, რომელიც ანტიკრიზისული რეაგირების ფარგლებში, ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, შევიმუშავეთ. მათ შორის, მაგალითად, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის 750 ლარამდე შემოსავლის მქონე თანამოქალაქეების გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან. ამ პაკეტში ასეთი ტიპის არაერთი შეღავათია და გთხოვთ, მაქსიმალურად მოკლე დროში, მაგრამ ასევე ძალიან დეტალურად განვიხილოთ და დროულად მივიღოთ ეს ცვლილებები“, – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები