„ვთვლი, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ბრძენი ქალი, დიდი გამოცდილების, ევროპული აზროვნების, მსოფლიო პოლიტიკის მცოდნე“ – გოგა ხაინდრავა

-„სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებით ძალიან დიდი პრობლემა მოხსნა.

ორი გვამი უნდოდათ და მიიღეს. მესამე გვამია მერაბიშვილი, არაფერში არ სჭირდება ოპოზიციას ისინი, რადგან ის მხოლოდ ტვირთი მათთვის, ისე როგორც უგულავა და ოქრუაშვილი.

ვთვლი, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ბრძენი ქალი, დიდი გამოცდილების, ევროპული აზროვნების, მსოფლიო პოლიტიკის მცოდნე. მან გადადგა ნაბიჯი, რომელიც საქართველოში სხვა რომელიმე პოლიტიკოსისგან ძნელი წარმოსადგენი იყო და საკუთარ თავზე აიღო დარტყმა. გონიერი ადამიანი ყველა მიხვდება, რამხელა პრობლემა მოხსნა”, – განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ “დღის ქრონიკაში”.

15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

 

კომენტარები