ვიბრძოლებ არა ერთ მანდატზე, არამედ რამდენიმე მანდატზეც და უფრო სერიოზული ამბიციებიც გვაქვს

თამაზ მეჭიაური:

„ახლაც რომ ჩატარებულიყო არჩევნები, ვიყრიდი კენჭს, თუმცა ერთწლიანი მაჟორიტარობა არ მხიბლავს. გამომდინარე იქიდან, რომ მსურდა ქუცნაშვილის გავლენები ერთხელ და სამუდამოდ ამომეძირკვა, ამის გამო ვიყრიდი კენჭს. ახლა, როგორც ვიცი და ალბათ, უკან აღარ წაიღებს მმართველი პარტია – 2020 წლიდან აღარ იქნება მაჟორიტარული არჩევნები და შესაბამისად, დღის წესრიგი იცვლება. მაქვს პარტია, რომელიც ნახევრად პასიურ მდგომარეობაში იყო და ახლა მომიწევს გააქტიურება, ვიბრძოლებ არა ერთ მანდატზე, არამედ რამდენიმე მანდატზეც და უფრო სერიოზული ამბიციებიც გვაქვს. თუ მოსახლეობა მოგვცემს ამის შესაძლებლობას, შესაძლოა, კოალიციური მთავრობის ფორმირებაშიც მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები