(ვიდეო) „გაბრიელ სალოსის გულის კუნთოვანი ნაწილი უხრწნელი იყო“

-„ნურავის ეგონება, სიყვარული, მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია. სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ. თუ თავი არ გაწირე ღვთისა და მოყვასისათვის, ისე არაფერი გამოვა!… როცა ლოცულობ, გაიაზრე, ვის წინაშე დგახარ, ვის ესაუბრები, ქრისტე, უხილავად არის ჩვენთან, სულ არს ღმერთი… ილოცეთ ყველასათვის, ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს!“ – ბერი გაბრიელი.

2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა მამა გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შერაცხა და ეწოდა ღირსი მამა არქიმანდრიტი გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი. წმ. მამა გაბრიელის ხსენების დღედ, 2 ნოემბერი დაწესდა.

სამთავროს დედათა მონასტერში დასაფლავებული, მამა გაბრიელის საფლავი, 2014 წლის 22 თებერვალს, გაიხსნა.

საქართველოს მოსახლეობა, დიდი ემოციებით ელოდა, წმინდანის საფლავის გახსნას და უამრავი მომლოცველი, მონასტრის გარშემო ტერიტორიაზე, დიდი იმედით ელოდა ამ პროცესს.

განსაკუთრებით, აინტერესებდათ მამა გაბრიელის სხეულის დანახვა. მამა გაბრიელი საფლავიდან აღმოიყვანეს, ხის ლუსკუმაში ჩაასვენეს და სამთავროს ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს.

დეკანოზი რევაზ სიხარულიძე, რომელიც ამოსვენებას თვალს ადევნებდა, იხსენებს, რომ დედა ალისიას ინფორმაციით, მამა გაბრიელის სხეულის ნაწილი უხრწნელია.

კუნთოვანი ქსოვილები შენარჩუნებულია – მუხლებამდე დავინახე მისი უხრწნელი სხეული, ხორცი ჩვეულებრივი იყო, ფერი კი მუქი ყავისფერი ჰქონდაო.

 

სრულად:

კომენტარები