(ვიდეო) ზურა დოიჯაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს -„დაუბრუნდა ჩვენი ზურა საქართველოს მიწა წყალს“
ქართველი მომღერალი, ზურა დოიჯაშვილი საქართველოში დღეს ჩამოასვენეს.
მომღერლის ჩამოსვენების კადრებს სოციალურ ქსელში მომღერალი პაატა ხაჩიძე აქვეყნებს.
-„დაუბრუნდა ჩვენი ზურა საქართველოს მიწა წყალს, ნათელშში იყოს შენი სული,”- წერს სოციალურ ქსელშ პაატა ხაჩიძე.
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელის საავადმყოფოში, 14 თებერვალს გარდაიცვალა. ზურა დოიჯაშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ.