ვიდეო – თურქმა მიმომხილველმა საქართველოსთან მოდელირებული ომის ანიმაცია გამოაქვეყნა:

 

თურქი მიმომხილველი, ვინმე ჯემ ალგიუნი საკუთარ ვებ გვერდზე საქართველოსა და თურქეთს შორის შესაძლო სამხედრო კონფლიქტის სცენარის მოდელირებულ ანიმაციას აქვეყნებს.

ამ კონფლიქტში ბირთვული იარაღი არ განიხილება.

საინტერესო ნიუანსია, რომ სცენარის მიხედვით, შეიარაღებულ კონფლიქტს იწყებს საქართველო,

მაგრამ თურქეთი აიძულებს აგრესორ საქართველოს, უკან დაიხიოს, პოზიციები დათმოს და სამშვიდობო შეთანხმებას მოაწეროს ხელი.

ჯამში, სცენარის თანახმად, საქართველო თავის ტერიტორიებს კარგავს…

მოდელირებულ ანიმაციაში ნაჩვენებია თურქეთის და საქართველოს შეიარაღების შედარებითი დახასიათება – ცოცხალი ძალა, მოიერიშე თვითმფრინავები, მძიმე ჯავშანტექნიკა და სხვა…

ამ სცენარს, დიდი ალბათობით, განხორციელება არ უწერია, თუმცა, კომპეტენტურ ანალიტიკოსთა აზრით, თურქეთს საქართველოს ტერიტორიების დასაუფლებლად  გაცილებით მარტივი, მაგრამ პერსპექტივაში უფრო მასშტაბური ზიანის მომტანი გეგმები გააჩნია.

კომენტარები