ვიდეო: პიატიგორსკის უნივერსიტეტში ქართული ენის და კულტურის ცენტრი გაიხსნა

პიატიგორსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის და კულტურის ცენტრი გაიხსნა. წითელი ლენტი უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე გორბუნოვმა, ასევე, რუსი და ქართველი ხალხის ერთობის ფონდის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ხომერიკმა გაჭრეს.

პიატიგორსკში, ნალჩიკში, ესენტუკში, ჟელეზნოვოდსკში, კისლოვოდსკსა და მინვოდში ქართველების არცთუ მცირე დიასპორა ცხოვრობს. უნივერსიტეტში ქართველი ახალგაზრდებიც სწავლობენ.

ცენტრის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, მეცნიერები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზაზა დავითაიას ექსკლუზიური რეპორტაჟი პიატიგორსკიდან.

იხილე ვიდეო:

კომენტარები