ვიდეო – პოლიცია ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის აქციის ინიციატორებს აჯარიმებს

 

– “ზუგდიდში პირბადეების დარიგების დროს რომ ხალხმრავლობა იყო, ამის გამო ორგანიზაცია NLI, ახალი ლიდერების ინიციატივა 15 ათასი ლარით დააჯარიმეს. აგერ ვიდეოც.
გახარია თვალთხარია მოსკოვის კაცო, ადექი ახლა და კალაძემ რომ შეკრიბა ხალხი დახურულ სივრცეში, სოციალური დისტანციის გარეშე, ჯერ ის დააჯარიმე 15 ათასი ლარით და შემდეგ ივანიშვილი, ხეების მოთხრის დროს 10-ზე მეტი ადამიანი რომ ოყო იქ…
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia გომელაურო, კალაძეზე და ივანიშვილზე არ ვრცელდება იგივე წესები თუ ვერ უბედავ მაგათ?” – წერს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, გიორგი კაპანაძე და დაჯარიმების ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს.

დაჯარიმების ოქმი ორგანიზაცია “ახალი ლიდერების ინიციატივა” დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა.

წყარო: https://www.facebook.com/g.k.cimg/videos/3350925931602173/?eid=ARBjIV2r1JReQ56Sr1coHrZZIrLkbGM8AaglM_F3H2v4sY2f4AS9nR7E3uZdPpz-aK7OQSsoJ6gDzsIq

ფოტო: IMEDINEWS.GE

კომენტარები