ვიდრე საარჩევნო ყუთთან მიხვალთ, ეს კარგად გაითავისეთ!” – ირაკლი დოკვაძის მიმართვა ციხიდან – ვიდეო:

…. ახლოვდება კიდევ ერთი, უკანონო და არალეგიტიმური არჩევნები. ვხედავთ, რომ 1992 წლიდან დღემდე პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად ცოფიანი ძაღლებივით, დუჟმორეულები გლეჯენ ერთმანეთს „პოლიტიკოსები.“  შევარდნაძის, სიგუას, იოსელიანის, კიტოვანის „სამართალმემკვიდრეები“ ჩვენს ქვეყანას დღემდე არასამართლებრივ სივრცეში ამყოფებენ. ქართველების უდიდესი ნაწილი ამ პროცესში არ მონაწილეობს…

… ხალხს ახსოვს 1992 წელს დახვრეტილი მიტინგები, ბანდების მიერ არაერთხელ აოხრებული სამეგრელო, ბანდების მიერ აფხაზეთში დაწყებული ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია. შევარდნაძე-ბალტინის ჯარიც გვახსოვს, რომელსაც წინ გახარებული პუტჩისტები მოუძღოდნენ. ტყვია ესროლეს იმ ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა და ეს ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის! გვახსოვს პირველი და ერთადერთი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობა, რომელსაც მკვლელები და მათი მემკვიდრეები არასოდეს გამოიძიებენ! არც ლუსტრაციის კანონს მიიღებენ ქვეყანაში მიმდინარე ბაკქანალიის დასასრულებლად, რადგან თავად არიან დამნაშავეები. ეს ადამიანები დაგვცინიან და ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ქართველი ერი ყველას დამსახურებულ ადგილს მიუჩენს და რაც დრო გადის – ეს დღე ახლოვდება!

… დღეს, არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია – „მოქალაქეთა კავშირის“ ნაშიერია, ამიტომაც, მათი წინასაარჩევნო პროგრამები ტყუპისცალებივით გვანან ერთმანეთს. ყველა სიმდიდრეს და ბედნიერებას გვპირდება, დაპყრობილ საქართველოში „ევროპული ფასეულობების“ დამკვიდრებას გვთავაზობენ, თუმცა არავინ იცის, რას ნიშნავს ეს ყბადაღებული ფასეულობები, რომ იარაღის ძალით ხელისუფლების დამხობა დასაგმობია… მაგრამ ამათმა ხომ, დაგმობის ნაცვლად, პუტჩისტებთან თანამშრომლობა გააგრძელეს!

… ჩვენ, ქართველები ვიყავით და დავრჩებით კავკასიელებად და სწორედ ეს ტრადიციებია მოსაფრთხილებელი, ჩვენ არ დავუჯერებთ იმ თავხედ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ „სახელმწიფო საბჭოს“ პერიოდიდან აქვთ მიტაცებული პოლიტიკის სფერო და ახლა უკვე თავიანთი შვილები შემოიყვანეს ასპარეზზე. ამ ადამიანებს აერთიანებთ დანაშაული, პასუხისმგებლობის არიდების გარანტად კი, მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნა მიაჩნიათ!

 

 

კომენტარები